რა არის FOREX უპირატესობები სწავლება კითხვა-პასუხი

დიახ, მხოლოდ ფორექსზე შეგიძლიათ შეიძინოთ ასოცდაათი ათასი დოლარი მხოლოდ ორას ევროდ, ანდა ასი ათასი ევრო 470 ლარად! ეს რეალობაა და მარჟიალური ვაჭრობის პრინციპის წყალობით ასეთი გარიგებები დღეღამეში უამრავჯერ ტარდება!

ის, რომ ამ გვერდზე მოხვდით, არც თუ შემთხვევითია. აქ შემოდიან მხოლოდ ისეთები, ვისაც შეუძლია თქვას რომ კეთილდღეობა და ფინანსური დამოუკიდებლობა მისთვისაა მოგონილი. სხვა ფაქტორებს, როგორებიცაა ასაკი, განათლება, რაღაცეების ცოდნა - დიდი მნიშვნელობა არა აქვთ. აქედან დაიწყო ბევრი ცნობილი და შეძლებული ადამიანის გზა. აქედანვე იწყება თქვენი გზაც!

მაშ ასე, რა არის ფორექსი, მასზე მუშაობა რატომ იზიდავს ადამიანებს და როგორ შეგიძლიათ იშოვნოთ ფული საკუთარი ჭკუით?

ბევრს ალბათ სმენია საბირჟო ვაჭრობების შესახებ და თუ როგორი პოპულარული და შემოსავლიანია აშშ-ში ევროპასა და უკვე სნგ-შიც. საბირჟო ვაჭრობა ყველასათვის მისაწვდომი და პოლულარული თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების წყალობით გახდა.

ყველაფერი მარტივია!

არსებობს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რითაც მოგვეწოდება სხვადასხვა ვალუტების, ძვირფასი მეტალების, ფასიანი ქაღალდების და ა.შ. ფასების მონაცემები (კოტირებები). ჩვენი ამოცანაა მცირე თანხის (დაწყება 2 ლარითაც შეიძლება) ქონის შემთხვევაშიც კი ჩავატაროთ ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სავალუტე წყვილებით, ძვირფასი მეტალებით, აქციებით და ა.შ. შემოსავლის ამოღების მიზნით.

ამას ინტერნეტ-ტრეიდინგი ეწოდება.

ჩვენი კომპანიიდან მსოფლიო ბაზარზე ასეთნაირი მუშაობით, ვალუტების კურსების რყევებზე თქვენ გამოიმუშავებთ თქვენი საწყის კაპიტალზე ბევრად დიდ თანხებს!

 

ბოლოსდაბოლოს როგორ შოულობენ დიდ ფულს ფორექსზე?

მოდით განვიხილოთ რეალური სავალუტე GBP/USD (ბრიტანული ფუნტი / აშშ დოლართან) კურსის სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ბაზარზე 23 ივლისს.

ქვემოთ მდებარე გრაფიკზე ვხედავთ ბრიტანული ფუნტის მკვეთრ ზრდას დღის განმავლობაში. ამ დღეს ტრეიდერის ნორმალური რეაქცია იქნებოდა GBP-ის ყიდვა (აშშ დოლარებზე), რათა შემდგომში გაყიდოს უფრო ძვირად (და მიიღოს მოგება). ზრდა დაიწყო 1.5280 დონის გადალახვით. აქედან განვიხილოთ 1.0 ლოტი GBP-ის ყიდვა USD-ს მიმართ.

ამ ოპერაციის (ყიდვის) ჩასატარებლად საჭიროა საწყისი ანაბარი (მინიმუმი სავაჭრო ანგარიშზე) 310 USD-ს ოდენობით. კურსის ყოველი 0.0001 ერთეულით ცვლილებისას ტრეიდერმა პოტენციურად შეიძლება მიიღოს 10 დოლარის მოგება ან ზარალი, ფასის მოძრაობის მომართულების შესაბამისად. ყიდვისას დადებითი იქნება მოძრაობა ზევით, გაყიდვისას კი - ქვევით. მოცემულ მაგალითში ჩვენ ვაკვირდებით GBP/USD-ის აღმავალ ტენდენციას, რომელიც 1.5330-ზე მოგვცემს პოტენციურ +500 USD მოგებას!

მოგება (ვაჭრობის შედეგი) დაფიქსირდება საპირისპირო ოპერაციით - ამ შემთხვევაში 1 ლოტ GBP-ის გაყიდვით. ფიქსაცია (დაკეტვა) განვიხილოთ, როცა კურსი გახდა 1.5430. ამ შემთხვევაში ვაჭრობის შედეგი იქნება +1500 USD, რომელიც დაემატება მიმდინარე დეპოზიტს.

თუ პოზიციის დაკეტვა მოხდებოდა შემდეგ დღეს, როცა კურსი კიდევ უფრო გაიზარდა და შეადგინა 1.5500, მოგება იქნებოდა - 2200 USD. როგორც ვხედავთ მოგების ზომა იცვლება კურსის ყანყალის მიხედვით და გამოითვლება პოზიციის გახსნისა და დაკეტვის ფასთა დონეთა სხვაობით.

 

შეიძლება თუ არა ვალუტების კურსების მოძრაობის პროგნოზირება?

როგორც კურსების რყევების გრაფიკებიდან ჩანს, ვალუტის გაცვლის ბაზარი საკმაოდ დინამიურია და ზემოთაღწერილის მსგავსი სიტუაციები არაერთხელ მეორდებიან, რაც რეალური ფულის გამომუშავების საშუალებას იძლევა. ყველაფერ ამას დაწვრილებით გაიგებთ, როცა ჩვენთან სწავლების კურსს გაივლით!

მთელი რიგი ფაქტორები, როგორებიცაა: ინფლაცია, პროცენტული განაკვეთები, უმუშევრობის დონე და ა.შ. მნიშვნელოვნად მოქმედებენ ბაზრის მდგომარეობაზე, რაც ფორექსზე ოპერაციებს ანალიტიკური ბიზნესის ნაწილად აქცევს. ამ ბაზარზე წარმატებას აღწევენ ის მონაწილენი, რომლებიც მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ბაზაზე ანალიზის (ტექნიკური, ფუნდამეტური) სხვადასხვა მეთოდებით, ან უბრალოდ ინტუიციით ჭვრეტენ ფასთან მომავალ მოძრაობას. აუცილებელი უნარ-ჩვევბის შესაძენად ტრეიდერმა უნდა შეისწავლოს სპეციალურ ლიტერატურა და გამოცდილება დააგროვოს სასწავლო ანგარიშზე.

© 2006-2019. ტელ: 2273516, (597)332256. ელ.ფოსტა: forex@joker.ge