სწავლება უპირატესობები სავაჭრო პირობები კითხვა-პასუხი

უცხოური ვალუტის ბაზარი (Foreign Exchange, შემოკლებით FOREX) 70-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, როდესაც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ვალუტები ფიქსირებული კურსებიდან მცოცავ კურსებზე გადავიდნენ. FOREX მსოფლიოში არსებულ ბაზრებს შორის ყველაზე დიდი ბაზარია. მისი დღიური ბრუნვა 3 ტრილიონამდე აღწევს. ამ მოცულობის დიდი ნაწილი მსოფლიოს რვა სარეზერვო ვალუტაზე მოდის: ევრო(EUR), აშშ დოლარი(USD), ბრიტანული ფუნტი(GBP), შვეიცარული ფრანკი(CHF), იაპონური იენა(JPY), ავსტრალიური დოლარი(AUD)(ე.წ. აუსი), ახალზელანდიური დოლარი(NZD)(ე.წ. კივი) და კანადური დოლარი(CAD)(ე.წ. ლუნი). მსოფლიოს ამ 8 წამყვანი ვალუტის  კოლოსალური მასშტაბის ბრუნვა ისეთ ლიკვიდურობას ანიჭებს თითოეულ მათგანს, რო ამ ბაზარზე მრავალმილიარდიანი კაპირალიც კი საკმაოდ მობილურად მოძრაობს. ეს თვისება არცერთ სხვა ბაზარს არ ახასიათებს.

ბირჟებისაგან განსხვავებით FOREX-ის ბაზარს რაიმე კონკრეტული ადგილმდებარეობა არ გააჩნია.  იგი ყველგანაა და თანაც არსად. უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების ბანკები (და კიდევ სხვა მსხვილი ფინანსური სტრუქტურები) ერთმანეთში ვაჭრობენ სხვადასხვა ვალუტებით. ვაჭრობა მიმდინარეობს კომპიუტერული ქსელების მეშვეობით მსოფლიოს ასობით ბანკში. FOREX ინტერნეტს წააგავს - იგი არავის არ ეკუთვნის, მას ვერავინ აკონტროლებს!

ოპერაციები სავალუტო ბაზარზე დღეისათვის მსოფლიოს ბანკებისათვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მაგალითისთვის, შვეიცარიის უმცხვილესი ბანკის Union Bank of Switzerland (UBS) შემოსავლის 80% ვალუტებით კონვერსიული ოპერაციების შედეგად მიიღო და მხოლოდ 20% კრედიტებისგან, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით  და ა.შ. FOREX-ზე სავალუტე ოპერაციებისაგან შემოსავლები ასევე პირველ ადგილზე დგანან ისეთი ბანკებისათვის, როგორებიცაა Citibank, Barclays Bank, JPMorgan, Societe Generale Bank, ABN-AMRO Bank, Saxo Bank, Deutsche Bank, Commerzbank და სხვ.

FOREX-ის ბაზარზე ვაჭრობა ორშაბათ დილით ველინგტონში(ახალი ზელანდია) ადგილობრივი დროით 7:30-ზე იწყება, შემდეგ კი დედამიწის ბრუნვის პარალელურად ვაჭრობაში ერთვებიან სხვადასხვა საათობრივ სარტყელში განლაგებული მსხვილი ფინანსური ცენტრები: სიდნეი, ტოკიო, ჰონგ-კონგი, სინგაპური, მოსკოვი, ფრანკფურტი, ციურიხი, ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ლოს ანჟელესი, შემდეგ ისევ ველინგტონი და ყველაფერი თავიდან იწყება. ამ სქემის მიხედვით FOREX-ის ბაზარი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს, ვაჭრობაში ერთვებიან ის ქვეყნები სადაც სამუშაო დღე იწყება, ხოლო ქვეყნები, რომლებშიც სამუშაო დღე მთავრდება ვაჭრობას ეთიშებიან.

თუ თქვენ FOREX-ზე ვაჭრობა გსურთ შეგიძლიათ ეს თქვენს ქალაქში არსებული სადილინგო ცენტრის (ანუ ჩვენი) მეშვეობით განახორციელოთ. FOREX-ზე ვაჭრობა ორშაბათ დილიდან პარასკევ საღამომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაო კვირის ნებისმიერ მომენტში დღისით თუ ღამით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ თქვენთვის სასურველი ვალუტა.

სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო სხვადასხვა ვალუტების კურსები ერთმანეთის მიმართ იცვლებიან. სწორედ ამაზეა დაფუძნებული FOREX-ზე ვაჭრობით ფულის კეთების შესაძლებლობა. ამაზე დაწვრილებით შევჩერდეთ>>>

© 2006-2019. ტელ: 2273516, (597)332256. ელ.ფოსტა: forex@joker.ge