რა არის FOREX უპირატესობები სავაჭრო პირობები სწავლება

რა თანხით შემიძლია დავიწყო მუშაობა?

ბევრი არაა აუცილებელი. დაწყება 20 ცენტითაც შეიძლება. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი თანხით იმუშავებთ, მით უფრო სწრაფი და დიდია ხეირი.

რა პარამეტრების კომპიუტერი, პროგრამული უზრუნველყოფა და კავშირი დამჭირდება სამუშაოდ?

შეგიძლიათ იმუშაოთ PENTIUM-4 ან უკეთესით. ასევე გამოდგება ჯიბის კომპიუტერი (POCKET-PC), სმართფონი, iPhone, iPad და Android-გაჯეტები. პროგრამული უზრუნველყოფა (MetaTrader4) უფასოა! იგი უნდა მოქაჩოთ და დააყენოთ კომპიუტერზე ან გაჯეტზე. კავშირისათვის საკმარისია GPRS ინტერნეტი. მუშაობა შეიძლება ნებისემიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტი ან ტელეფონი.

რომელ ვალუტაში წარმოებს ანგარიში?

ანგარიში წარმოებს აშშ დოლარებში, ევროებში ან ცენტებში. დეპოზიტის ვალუტას ირჩევთ რეალური სავაჭრო ანგარიშის გახსნის დროს.

რა განსხვავებაა დემო და რეალურ ანგარიშს შორის?

დემო-ანგარიში იდეალურია სწავლისათვის. დემო-ანგარიშზე მუშაობის პირობები იდენტურია რეალურ ანგარიშზე მუშაობის პირობებთან: გარიგებათა შესრულების ტექნიკა, კოტირების მიღების მოთხოვნა, ღია პოზიციის მიდევნების პარამეტრები და ა.შ. იგივეა რაც რეალური მუშაობისას.

სად მდებარეობს FOREX ?

FOREX-ს არ გააჩნია რაიმე განსაზღვრული ვაჭრობის ადგილი. ეს არის ტელეკომუნიკაციებით გაერთიანებული დილერთა უზარმაზარი ქსელი, განაწილებული მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებში და მომუშავე როგორც ერთიანი მექანიზმი.

როგორ გამოვიმუშავოთ FOREX-ზე?

დავუშვათ თქვენ სადილინგო FortFS-ის კლიენტი ბრძანდებით, მუშაობთ 1:500 მხარით და ანგარიშზე გაქვთ 400 USD, რაც საშუალებას გაძლევთ 200 000 USD-ს (400*500) ოდენობის საბაზრო ლოტის მოცულობის გარიგება ჩაატაროთ. დავუშვათ GBP/USD-ის ცვლილებაზე დაკვირვებისა და გაანალიზების შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება: 1 ლოტი, ანუ 100 000 GBP იყიდოთ მიმდინარე 1.5620 ფასად USD-ს მიმართ. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა GBP/USD-ის კურსი გაიზარდა და შეადგინა 1.5880, გადაწყვიტეთ პოზიციის დაკეტვა და გაყიდეთ ფუნტები უფრო ძვირად, ვიდრე იყიდეთ, ანუ მიიღეთ მოგება. მოგება = (დაკეტვის ფასი - გახსნის ფასი) * ლოტის მოცულობა. ჩვენს შემთხვევაში: მოგება = (1.5880-1.5620)*100 000 = 2600 USD. უნდა აღინიშნოს რომ 1 დღის განმავლობაში GBP/USD-ის 200-300 პუნქტით ცვლილება ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს.

რამდენია FOREX-ზე 1 პუქტის ღირებულება?

1 ლოტის შემთხვევაში, 1 პუნქტის ღირებულებაა წყვილში მეორე ადგილზე მდგარი ვალუტა გამრავლებული 10-ზე(იენას შემთხვევაში 1000-ზე). ანუ EUR/USD, GBP/USD, AUD/USD-ებში ესაა 10 USD. USD/CHF, EUR/CHF, GBP/CHF-ებში - 10 CHF. USD/JPY, EUR/JPY, GBP/JPY-ებში - 1000 JPY. EUR/GBP-ში - 10 GBP და ა.შ. მეტი ლოტის შემთხვევაში 1 პუნქტის ღირებულებაც შესაბამისად ლოტების რაოდენობაზე გამრავლდება.

როგორია Stop და Limit-ორდერების განთავსების პირობები?

ვალუტების ყველა წყვილისათვის და CFD-აქციებისათვის ორდერში გაცხადებული ფასი მიმდინარე ფასისაგან მინიმუმ 10 პუნქტით უნდა განსხვავდებოდეს, ოქროსთვის (Gold, XAUUSD) - 50 პუნქტით, ვერცხლისთვის (Silver, XAGUSD) - 6 პუნქტით, ფიუჩერსებისთვის - 80 პუნქტით.

რა სარგებლობა შეიძლება მომიტანოს FOREX-მა კერძო ინვესტორს?

ტრეიდერი, რომლის განკარგულებაში არცთუ ისე დიდი თანხაა, ასობით ათასი დოლარის თანხებით ოპერირების საშუალება აქვს. მაგალითად, 100 000 დოლარიანი გარიგების ჩასატარებლად საკმარისია მხოლოდ 200 დოლარის ქონა. ეს კი ყოვლეთვიურად საწყისი კაპიტალის 50%-ზე მეტის გამომუშავების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

ვინ არიან ბაზრის მონაწილენი?

სავალუტო ბაზრის ძირითადი მონაწილენი არიან: კომერციული და ცენტრალური ბანკები, სავალუტე ბირჟები, საგარეო-სავაჭრო ოპერაციების განმხორციელებელი ფირმები, საინვესტიციო ფონდები, ბროკერული კომპანიები, კერძო პირები.

რატომაა FOREX პოპულარული?

FOREX-ის პოპულარობა აიხსნება იმით, რომ დღესდღეობით ეს ბაზარი ხასიათდება ვაჭრობის ყველაზე დიდი მოცულობით, გარიგებათა ჩატარების სიიაფით, თანხების ყველაზე სწრაფი მოძრაობით. იგი ერთადერთი ბაზარია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

რამდენი ხანი შემიძლია მქონდეს პოზიცია ღია?

რამდენიც გაგეხარდებათ. ყოველ ღამე, ტერმინალის დროით 00:00-ზე, ღია ორდერებზე მოხდება სვოპის დარიცხვა(დაქვითვა).

არის თუ არა ვაჭრობაზე საკომისიო?

არა.

ანგარიშზე 21 USD მაქვს. მინდა EUR/USD-ის 0.10 ლოტის მოცულობის ორდერის გახსნა, მაგრამ ტერმინალი მაძლევს შეტყობინებას - Not enough money (თანხა არასაკმარისიაო)

1:500 მხარის პირობებში EUR/USD-ის 0.10 ლოტიანი ორდერის გასახსნელად საჭიროა 20 EUR ანუ 22 USD...

რას ნიშნავს გრძელი(Long) და მოკლე(Short) პოზიცია?

ტრეიდერთა ენაზე "გრძელი პოზიციის გახსნა" ნიშნავს ბაზური ვალუტის ყიდვას, და პირიქით "მოკლე პოზიციის გახსნა" ნიშნავს საბაზო ვალუტის გაყიდვას.

რა არის "ტრეილინგ სტოპი"? რით განსხვავდება სტოპ-ორდერისაგან? მუშაობს თუ არა, როცა კომპიუტერი გამორთულია?

როცა ღია პოზიციას თქვენ დაუყენებთ ტრეილინგ-სტოპს, მაგალითად X პუნქტზე, ხდება შემდეგი: ტერმინალი არაფერს აკეთებს იმ მომენტამდე ვიდრე პოზიცია არ წავა მოგებაში X-პუნქტით. ამის შემდეგ ტერმინალი განათავსებს სტოპ-ორდერს მიმდინარე ფასიდან X-პუნქტის მანძილზე. კოტირებისას როცა მიმდინარე ფასი სტოპისას X-პუნქტზე მეტით აცდება, ტერმინალი შეცვლის სტოპის მდებარეობას და მას დააყენებს მიმდინარე ფასიდან X-პუნქტის მანძილზე. ანუ თქვენი სტოპ-ორდერი მიყვება მიმდინარე ფასს X-პუნქტის დაშორებით. ასე რომ, ტრეილინგ-სტოპი პროფიტის დაცვის განსაზღვრული ალგორითმია - "ფასის კვალდაკვალ მოძრაობა პროფიტისაკენ". ტრეილინგ-სტოპი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა თქვენი ტერმინალი დაქოქილია და ჩართულია ინტერნეტში.

რა არის საკრედიტო მხარი და ვინ იძლევა მას? მარჟიალური ვაჭრობის პრინციპი.

მარჟიალური ვაჭრობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გარიგების ჩასატარებლად აუცილებელი არაა კონტრაქტის ოდენობის თანხის ქონა. საკმარისია გირაოს (margin) ოდენობის თანხის ქონა, რაც ჩვეულებრივ საჭირო თანხის 0.2-1.0%-ს შეადგენს. დანარჩენ თანხას მოგაშველებთ ბროკერი, რომლის მეშვეობითაც ასრულებთ გარიგებებს FOREX-ზე. ამას საკრედიტო მხარის (leverage) მიცემა ქვია.

რა არის Margin Call?

მომენტი, როდესაც სავაჭრო ანგარიშზე დარჩენილი თანხა საკმარისი აღარაა ღია პოზიცი(ებ)ის შესანარჩუნებლად :(

ვმუშაობ რეალურ ანგარიშზე, რა ვქნა როცა ინტერნეტი არა მაქვს?

დაურეკეთ დილერს, უთხარით თქვენი ანგარიშის ნომერი და პაროლი, გააკეთეთ გარიგებები და მართეთ ორდერები საკუთარი სავაჭრო გეგმის მიხედვით.

© 2006-2019. ტელ: 2273516, (597)332256. ელ.ფოსტა: forex@joker.ge